More

    დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გრანტები გადაეცათ

    spot_img

    ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

    პრესსამსახურის თქმით, სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

    მათივე ცნობით, სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

    პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

    ცნობისთვის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 160-მდე მიგრანტი უკვე დაფინანსდა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here