More

    დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 19 მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

    spot_img

    დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში,  19 მოსწავლეს კომპიუტერები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

    კომპიუტერებით უზრუნველყოფის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებულ სასკოლო ასაკის მიგრანტებს სწავლების დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად ჩაერთონ.

    ცნობისთვის, პროგრამაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებიც ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ და ემიგრაციიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here