More

    „დავაფიქსირე მოსაზრება თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკური დისკუსია“ – ჰარცელი წულუკიანთან შეხვედრაზე

    spot_img

    საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თეა წულუკიანს შეხვდა. 

    „ჩვენ შეხვედრაზე მოვისმინეთ ერთმანეთის მოსაზრებები, გავცვალეთ იდეები. ჩემი მხრიდან დაფიქსირებული იყო რამდენიმე მოსაზრება თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკური დისკუსია.

    მიხარია, რომ ორივე მხარე ვიზიარებთ ერთმანეთის პოზიციებს. დიალოგის დეტალებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჰარცელმა.

    თავის მხრივ შეხვედრის შესახებ ისაუბრა თეა წულუკიანმა.

    წულუკიანის თქმით, ჰარცელი მისი მოწვევით იმყოფებოდა პარლამენტში მის განცხადებასთან დაკავშირებით.

    „შეხვედრის დეტალებს მასთან შეთანხმებით ვერ გაგიმხელთ. თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. გაირკვა, რომ მისი გუშინდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით არის მისი პირადი პოზიცია და დადასტურდა კიდეც რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

    ინფორმაციისთვის, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ნომერი გაასაჯაროვა.

    მომხდარს გამოეხმაურა კარლ ჰარცელი და არასასიამოვნო სიურპრიზი უწოდა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „უსიამოვნო სიურპრიზი იყო“ – ჰარცელი ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here