More

    დავით სერგეენკომ კოლეგებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

    spot_img

    საქართველოს პარლამენტი, თითოეული დეპუტატი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მხარდაჭერით, ხელს შეუწყობს, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ვაქცინაციის დაწყება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკომ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, რომელზეც დაგეგმილია აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

    „დღეს გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის ამოცანაც არის ხელმისაწვდომობის რაც შეიძლება სწრაფი გაზრდა კოვიდ ვაქცინაზე.

    ეს კანონპროექტი ვფიქრობ, რომ იქნება მხარდაჭერილი ყველასაგან და კიდევ უფრო გააადვილებს ვაქცინაციის დროულ დაწყებას, რაც ამ ეტაპზე პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

    აგრეთვე წაიკითხეთ:👇

    👉 საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას

    👉წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here