More

    დავით სერგეენკო: ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი

    spot_img

    დღეს, საქართველოს პარლამენტში შალვა ნათელაშვილისთვის და ლევან ხაბეიშვილისთვის მანდატების შეჩერების საკითს განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან დააფიქსირა.

    „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებიდან არ წასულა, ეს პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოვიდეს პარლამენტში.

    ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული – კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ამაზე ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის.

    დავით სერგეენკოს თქმით ყველა ოპოზიციონერს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მისთვის კარი არ დაიხუროს და ყველაფერი ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა წარიმართოს.

    „განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას, რომ მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს. 2 თებერვლამდე კიდევ დროა და შესაძლებელია, ბევრი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ალბათ, იქნება აზრთა სხვაობა და კონსულტაციები იმისთვის, რომ შევჯერდეთ ერთ პოზიციაზე. განწყობა ყველას ერთი აქვს, თუმცა, ეს განწყობა სხვადასხვა მზაობაში გამოიხატება.“ – განაცხადა დავით სეერგენკომ.

    იხილეთ აგრეთვე:

    პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას იწყებ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here