More

    დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელს ნატალია ბერუაშვილს შეხვდა

    spot_img

    საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელს ნატალია ბერუაშვილს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები, ასევე ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

    შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა USAID-ის წარმომადგენლებს კომიტეტის მიმდინარე საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებებიც, რაზეც მომავალში კომიტეტი და „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ აქტიურად ითანამშრომლებენ.

    „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ 5- წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური მმართველობის გასაუმჯობესებლად. სისტემურ მიდგომაზე დაყრდნობით, პროგრამა ეხმარება საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერებას ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესების მიზნით.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here