More

    დავით ქართველიშვილი: თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა – იგი ყარს

    spot_img
    ექსპერტი, დავით
ქართველიშვილი Digest.ge

    ექსპერტი დავით ქართველიშვილი Ongo.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ „კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა“.

    „პრინციპში, რატომ უნდა ვიყო ურყევი ჩემთვის თუნდაც დაუჯერებელი ამბების უარყოფაში – როდესაც დიახ, გიორგი გახარიას პარტიის „მარჯვენა“ და „მარცხენა“ კიდურებს სააკაშვილთან და კეზერაშვილთან იდესღაც დაახლოებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან.

    ერთ-ერთი მათგანის მიმართ მწვავე შეკითხვებიც დავსვი, თუმცა პასუხის მიღებაზე მინიშნებაც ვერ მივიღე. ასე რომ, თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო, კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა – იგი ყარს. მას ქართული სისხლითა და ცრემლით ქმნიდა. აწი თავად ამტკიცონ, ვინ არიან და რა უნდათ“ – წერს ქართველიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !