More

    დავით ქართველიშვილი – კვირიკაშვილისაგან განსხვავებით, მელიას „კეთილებით“ არ დაინტერესებულხართ, მაგრამ „მე თქვენ დაგასრულებთო“ – ეს „ჰუმანურობით“ აღსავსე ფრაზა ვისი მისამართით ითქვა, „ნაცების“ თუ „ოცნების?“

    spot_img
    ექსპერტი, დავით
ქართველიშვილი Digest.ge

    ექსპერტი დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიას მიერ პარტიის „საქართველოსთვის“ დაფუძნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    „თანდათანობით კითხვები მებადება, ზერელე მოსმენით ვერ დავკმაყოფილდი. ესე იგი რა ხდება – გიორგი გახარია და მისი პარტია „საქართველოსთვის“.

    ✓ დავიწყებ ცხონებული გურამ დოჩანაშვილის იდუმალებით მოცული ციტატით – „მე პამიდორი მეგონა“. ანუ გადადგომის მიზეზი აქამდე მელიას დაკავების ირგვლივ, გუნდში ტექნიკური უთანხმოება რომ მეგონა – შევცდი, მოვტყუვდი თუ მომატყუეს?

    ✓ „რატომღაც ჩაითვალაო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემა არისო, ვიდრე რიგითი მოქალაქეების პრობლემებზე ზრუნვა“ – უკაცრავად, და ვინ ჩათვალა მასე? ან ვინ ებრძოდა ოპონენტებს თუნდაც უკიდურესი მუქარის ზღვართან მიახლოებული ლექსიკით? მართალია, პრემიერ კვირიკაშვილისაგან განსხვავებით, მელიას „კეთილებით“ არ დაინტერესებულხართ, მაგრამ „მე თქვენ დაგასრულებთო“ – ეს „ჰუმანურობით“ აღსავსე ფრაზა ბოლოს და ბოლოს, მართლაც ვისი მისამართით ითქვა? „ნაცების“ თუ „ოცნების?“ ან რა მნიშვნელობაა, თუ კი დღეს ორივე ოპონენტია. მოკლედ, ერთი სიბრძნისა არ იყოს, სანამ პასუხები მეღირსა, კითხვები შემეცვლა,“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !