More

    დავით ჩიხელიძე: გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ პარტია „საქართველოსთვის“ რეალური ძალა და შესაძლებლობა შევაფასოთ

    spot_img
    დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

    „ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია არ იყო ისეთი, როგორი მოლოდინიც ხალხში არსებობდა. გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახარიას სტარტი წარმატებული არ იყო! ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით საქართველოში 239 მოქმედი პარტიაა, გახარიას სახით მას მორიგი 240-ე პოლიტიკური გაერთიანება შეემატა“ – ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გიორგი გახარიას მიერ პარტია „საქართველოსთვის“ დაფუძნებას.

    როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მან პარტიის პრეზენტაციაზე ვერ ნახა ისეთი სახეები, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ:

    „გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ პარტია „საქართველოსთვის“ რეალური ძალა და შესაძლებლობა შევაფასოთ, ახლა საუბარი, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია. დიდი ალბათობით, ახალ პარტიას არ აქვს რესურსი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სრულფასოვნად მოემზადოს და ხელშესახები შედეგი დადოს, რესურსში პირველ რიგში ადამიანურ რესურსს ვგულისხმობ, პიროვნულად არავის ვაკნინებ, მაგრამ პრეზენტაციაზე ვერ ვნახე ისეთი სახე, რომელსაც რეიტინგი აქვს და საზოგადოების ნდობას იმსახურებს.

    რაც შეეხება პარტიის პრეზენტაციას და გახარიას სიტყვით გამოსვლას, იყო გარკვეული საკითხები, რომელიც მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო. აღნიშვნას იმსახურებს ის მონაკვეთი სადაც გახარიამ თქვა, რომ ის არ ერიდება კითხვებზე პასუხს და მზად არის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. რადგან გახარია პასუხებისთვის მზად არის, ვურჩევ ნამახვანჰესთან დაკავშირებული კითხვებით დაიწყოს, რადგან საზოგადოებაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელზე პასუხიც მისი პირადი პასუხისმგებლობაა,“ – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !