More

    დავით ჩიხელიძე: სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება ოპოზიციაზე მეტად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს სურთ

    spot_img
    დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

    „საქართველოს შესახებ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შესანიშნავი სიახლეები ისმის. ალბათ, ყველამ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნდა, ჩვენს ინტერესს ბიუჯეტის ის პუნქტები იწვევს, რომელიც უშუალოდ ჩვენს ქვეყანას ეხება,“ – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

    როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, აშშ-ის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის გამოძახილია:

    „სამი პუნქტი პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან.

    ევროპისა და ევრაზიის საგარეო სამხედრო დაფინანსებისთვის 299 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული (პრიორიტეტული მიმღებები: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა).

    „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამების დასაფინანსებლად ევროპისა და ევრაზიისთვის 26.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება (პრიორიტეტული მიმღებები: საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი და თურქეთი).

    2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით აშშ საქართველოს ასევე გამოუყოფს 88 მლნ დოლარს, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორის განვითარების, პოლიტიკური პლურალიზმის გაუმჯობესების, მედიის განვითარებას, ეკონომიკურ რეფორმებს ინსტიტუციურ განვითარებას და ა.შ.

    აშშ-ის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის გამოძახილია! ახლა მთავარია რეფორმა და პროგრესი გაგრძელდეს, რაშიც საკუთარ არც თუ მცირე წვლილს ამერიკის შეერთებული შტატები შეიტანს. გვახსოვს სულ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას დიდი ენთუზიაზმით და აღტყინებით ითხოვდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ მოლოდინები გაუცრუვდათ. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება ოპოზიციაზე მეტად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს სურთ,“ – აცხადებს ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !