More

    „დამოუკიდებლობას ვზეიმობთ… არადა, გონება ძალიან შეზღუდულია“ – პეტრე კოლხი

    spot_img
    მამა პეტრე კოლხი კაფეში

    „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    ცნობილია, რომ პაპუნა გულაშვილი ოფისში მოდიოდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსთხოვა მას მანქანა გაეჩერებინა და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა.

    პაპუნა გულაშვილმა აუხსნა, რომ ის მიდიოდა ოფისში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა დროსაც აქციის მონაწილემ მას დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა.

    პაპუნა გულაშვილმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია ასე გამოეხმაურა:

    „როგორ შეიძლება ძალადობა გაამართლო… ამას ახსნა არ აქვს. ვინც გინდა იყოს, ძალადობა, სასტიკი და უმძიმესი დანაშაულია. პრეტენზია გვაქვს, ვიცხოვროთ თავისუფალ სახელმწიფოში და ჯერ კიდევ ველური კანონები გვმართავს…

    არ მალაპარაკებს ტენდენციურობა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ადამიანს დროშის ტარს რომ დაუნდობლად ჩაარტყამ, უკვე პოტენციური მკვლელი ხარ…

    და უარესი ის არის, „ღირსი იყო და იმიტომო”, რომ წერენ… ხომ გყავთ შვილები, შვილიშვილები, ახლობლები, მაშინაც ამას იტყოდით?!

    ჰოდა, მერე დამოუკიდებლობას ვზეიმობთ… არადა, გონება ძალიან შეზღუდულია!..“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !