More

    დარწმუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ – დეკანოზი თამაზ ლომიძე

    spot_img
    დეკანოზი თამაზ ლომიძე

    ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე, დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ფაქტობრივად სახელმწიფოს კონსტიტუციას თავზე ახევს და ეს დაუშვებელია.

    „რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს დღემდე არ უშვებს. ფაქტობრივად, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს კონსტიტუციას თავზე ახევს, ეს დაუშვებელია,“ – აცხადებს დეკანოზი.

    მისი განცხადებით, სახელმწიფომ ამის ნება არავის არ უნდა მისცეს, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება.

    „ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?! მეორეს მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია? რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?!

    თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახვო ჩემი პრობლემა, რომ იქნებ დამეხმარონ და ბავშვების მდგომარეობა სასიკეთოდ შევცვალო,“ — წერს დეკანოზი.

    მისივე თქმით, რადგან ეპისკოპოსი სპირიდონი ამ ყველაფერს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, სწორედ ამიტომ დეკანოზი პანსიონში საგანგაშო მდგომარეობის შესახებ დარწმუნებულია.

    „1 ივნისს ვუერთებ ჩემს ხმას ამ განგაშს, სახელმწიფოვ, შეასრულე შენი მოვალეობა, გაახსნევინე ჩარაზული კარი, დაუშვი სახალხო დამცველი და სასწრაფოდ შეამოწმე შენი ბავშვების მდგომარეობა ნინოწმინდის პანსიონატში,“ — აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

    ცნობისთვის, დეკანოზი თამაზ ლომიძე, გერმანიაში, მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !