More

    დაფიქსირდა თუ არა ბავშვებში რეინფიცირება? – ივანე ჩხაიძის განმარტება

    spot_img
    ივანე ჩხაიძე

    ბავშვებში კორონავირუსი იშვიათია და მსუბუქად მიმდინარეობს, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ, მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

    „რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა ბავშვებში ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, მათი ინფიცირება შედარებით იშვიათია, ვინაიდან ამას გარკვეული საფუძველი გააჩნია.

    მათ არ აქვთ მიმღები ამ ვირუსის, არსებობს სპეციალური მიმღები, რომელიც საშუალებას აძლევს ვირუსს შეიჭრას ორგანიზმში. ეს რეცეპტორი ბავშვებში ნაკლებია, შესაბამისად, ინფიცირებაც ნაკლებია.

    ბავშვები ნამდვილად ავადდებიან უფრო იშვიათად, მსუბუქად, უფრო ნაკლებად ხვდებიან სტაციონარში და ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი.

    ერთადერთი, შტამებმა, რომლებსაც ვეძახით ბრიტანულ, ინდურს, ცოტათი გადმოსწია ინფიცირების საშუალო ასაკი. თუ ჩინური შტამით ძირითადად პიკი 40-45 წლის ჯგუფებში იყო, ახლა თანაბრად არის განაწილებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

    ახალგაზრდები არ გამოირჩევიან გარკვეული მდგრადობით ამ შტამების მიმართ, ასე რომ გაახალგაზრდავდა სწორია, მაგრამ ეს არ შეხებიათ ბავშვებს.

    ბავშვებში კოვიდი ისევ იშვიათია და ისეთივე ნაკლები სიხშირით, როგორიც იყო ჩინურის შემთხვევაში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

    ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !