More

    დაჭრილია ჯარისკაცი – სისხლიანი გარჩევა ქუთაისში

    spot_img
    კრიმინალი-ლენტი

    ქუთაისში სისხლიან გარჩევა მოხდა. დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

    როგორც ცნობილია, ის ფეხშია დაჭრილი და რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

    მას კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

    „მამაკაცი შემოიყვანეს მარცხენა ფეხზე გამჭოლი ჭრილობით, კუნთების, ძვლების და სისხლძარღვების დაზიანებით. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. მოხერხდა კიდურის შენარჩუნება. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. ჭრილობა ან ბასრი საგნით, ან ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მოყენებული“, – განაცხადა დავით ჯანაშიამ.

    კლინიკაში იმყოფებიან დაჭრილი ბიჭის ოჯახის წევრები. დედის თქმით, მისი შვილი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცია და 11 წელი მსახურობდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !