More

    „დახმარების პროგრამა გაგრძელდება“ – მაია ცქიტიშვილი მაკო გომურის მკურნალობის დაფინანსებაზე

    spot_img

    20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

    როგორც ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებამ მაკო გომურის მკურნალობის კურსი დააფინანსა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაშიც ეხმარება.

    „როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

    ინფორმაციისთვის, მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა.

    აგრეთვე იხილეთ:

    მაკო გომურის სიტყვა აქციაზე: უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალ

    სუს-ი: 20 ივნისის მოვლენებმა დააზიანა ქვეყანაში უსაფრთხოების გარემო

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here