More

    „დაჯექით, სიმართლე უნდა გითხრათ“ – მეგრელიშვილი ჩალაძეს ტყუილების ტირაჟირებაში ადანაშაულებს და ფაქტებს ასახელებს

    spot_img

    იურისტი თამთა მეგრელიშვილი „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელს, გიორგი ჩალაძეს აკრიტიკებს და მის მიერ გაჟღერებულ რამდენიმე ფაქტს აბსურდულ ტყუილს უწოდებს. 

    ამის შესახებ იურისტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

    „დღეს სატელევიზიო სივრციდან უამრავი სიცრუე რომ მოედინება, ამის დასტური არის ის, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი ტელევიზიებს საერთოდ აღარ უყურებს, მაგრამ ეს კაცი, ვინმე გიორგი ჩალაძე, ყოველდღიურად მაინც ახალ მწვერვალებს იპყრობს. ნუ, მთავარი არხის საყვარელ რესპოდენტად და სააკაშვილის მეხოტბედაც ალბათ ამ ტყუილებით და ზაზა ოქუაშვილის დამსახურებით იქცა (გიორგი ჩალაძე და ოქუაშვილები ბიზნესპარტნიორები არიან… ეს ის ოქუაშვილია, ხალხის კუთვნილ 50 მლნ-ს დღესაც რომ არ იხდის).

    აი, გიორგი ჩალაძის რამდენიმე მოკლეფეხება ტყუილი, დავიწყოთ ბოლოდან:

    ტყუილი N1

    ჟურნალისტ თეა ადეიშვილთან ინტერვიუში ჩალაძე გვარწმუნებს, რომ სააკაშვილმა გვიშოვა ვაქცინა, მიჰამ გადაგვარჩინა მთელი ერი და მალე მალტადან დაეშვება თვითფრინავი. თურმე 1 მლნ დოზა ჰქონიათ ზედმეტი და მიჰას ხათრით ჩვენ უნდა გვაჩუქონ, ტრანსპორტირება-განაწილება კი ჩალაძემ უნდა უზრუნველყოს… აქ, მიშას ხსენებაზე ჟურნალისტს ლამის თვალები აუწყლიანდა, ბედნიერებისგან ხმა აუცახცახდა – როგორ მოახერხა ეს ბატონმა მიშამო. ხოდა, ქალბატონო თეა, ახლა დაჯექით, სიმართლე უნდა გითხრათ: მიშაც და ეს ჩალაძეც, უბრალოდ გატყუებენ (ჩავთვალოთ, რომ იმდენად გულუბრყვილო ხართ, დაიჯერეთ ეს ტყუილები)… მალტის პრემიერ მინისტრი თვითონ დასდევს შუკა-შუკა ვაქცინებს და აგერ, ახლახანს გვამცნო, რომ სასწრაფოდ უნდა გამოყოს 2 მლნ ევრო 80 000 დოზის შესაძენად… და როგორ წარმოგიდგენიათ, 1 მლნ დოზა თუ აქვს ზედმეტი და ჩვენ გვჩუქნის მიშას წყალობით, თვითონ 80 000 დოზის შესყიდვაზე გაიხეთქავდა ტვინს?! აბა, დაფიქრდით ქალბატონო თეა, ჭკვიანი გოგო ხართ.

    ტყუილი N2

    ასევე „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში გიორგი ჩალაძემ კბილებში გამოსცრა და განაცხადა, რომ დიაბეტით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის ხარჯზე ხელისუფლება ფულს აკეთებსო, ამას არავის შევარჩენო, აბა!

    „ინსულინის ბიზნესს აკონტროლებს ამირან გამყრელიძე. საქართველო ყიდულობს დაბალი ხარისხის ინსულინს ჩინეთიდან და ინდოეთიდან და ამ ინსულინს უკეთებს ინსულინდამოკდებულ ბავშვებს. მოსწონს ეს მას თუ არა, ეს ინფორმაცია ჩემთან არის და რანაირი აზრებიც არ უნდა მიძღვნას, ვერ გამაჩუმებენ. ამას მოვყვები დოკუმენტალურად” – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

    როცა ჟურნალისტებმა შესაბამისი მტკიცებულებები და დოკუმენტი სთხოვეს, ვერ წარმოადგინა ერთი ფარატინა ქაღალდიც კი… და იცით რატომ? მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს, რადგან საქართველოში შემოდის მხოლოდ და მხოლოდ Novo Nordisk-ის (გერმანულ-დანიური კომპანია) საუკეთესო ინსულინი, რასაც ნებისმიერი ინსულინდამოკიდებული ბავშვის მშობელი დაგიდასტურებთ.

    ტყუილი N3

    კორონავირუსის საქართველოში გამოჩენისთანავე (მარტში) ჩალაძე-ოქუაშვილის ლაბორატორია მოსახლეობას ტესტირება დაიწყო და გვარწმუნებდა, რომ მხოლოდ მისი ტესტები იყო უტყუარი და ერთადერთი უმაღლესი ინსტანცია კოვიდის დადგენის მხრივ. ფასი არ გაინტერესებთ? – 650 ლარი. კვლევა სისხლის მეშვეობით ტარდებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დიდი აფიორა, რადგან როგორც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ამბობდნენ და ამბობენ ახლაც, ამ მეთოდის სიზუსტე მაქსიმუმ 1 პროცენტია, ვინაიდან კორონავირუსი სისხლში საერთოდ არ ჩერდება.

    კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, ამ ფეიკ-პერსონაზე, მაგრამ მე წერა მეზრება, თქვენ წაკითხვა. ვფიქრობ, ესეც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, თუ ვინ გვაიმედებს მიშასთან ერთად უფასო ვაქცინის შემოტანით. კაცი, რომელიც ცრუ-ტესტებში 650 ლარს იღებდა, უფასოდ მისცემს ვინმეს რამეს, რომც შემოიტანოს?!“ – აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here