More

    დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა

    spot_img

    დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით მინიტრაქტორები გადასცა.

    ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი ესწრებოდნენ.

    პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

    ამ ეტაპზე, გრანტი 13 დევნილს გადაეცა, 2021 წლიდან კი პროგრამაში მონაწილეობა ეკომიგრანტებსაც შეუძლიათ.

    ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-ზე მეტი დევნილი დააფინანსა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here