More

    დეკანოზ თადეოზს მონასტერში განწესება დაედო სასჯელად

    spot_img

    დეკანოზი თადეოზ სარალიძე გარკვეული ვადით მონასტერში განწესდება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. 

    „საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

    👉 ინფორმაციისთვის, 24 იანვრის საკვირაო ქადაგებაზე დეკანოზმა თადეოზმა ე.წ. კანონიერი ქურდების, კორონავირუსისა და მცირეწლოვანი ბავშვების შესახებ ისაუბრა.

    👉 როგორც დეკანოზმა ქადაგებისას აღნიშნა, სჯობს ადამიანი ბავშვობაში გარდაიცვალოს, ვიდრე იგი უსაქმური და „პარაზიტი“ გაიზარდოს.

    👉 დეკანოზი თადეოზის ქადაგებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი განცხადებით გამოეხმაურა და მის მოსაზრებებს სახარებისეული სწავლებისათვის შეუფერებელი უწოდა.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    მეუფე დანიელი: ზოგიერთ შემთხვევაში დეკანოზს სურდა სწორი პოზიცია გამოეხატა, თუმცა არასწორად გამოთქვა აზრი

    აუცილებელია მოხდეს დეკანოზ თადეოზ სარალიძის განკვეთა – რას ითხოვენ თეოლოგები?

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here