More

    „დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენი კლინიკის პოსტმა… მეც შოკში ვარ“ – ექიმი, რომელმაც ქალს ორსულობა 8 თვაზე შეატყობინა, ახალ ფოტოებს აქვეყნებს

    spot_img
    ბავშვი

    რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ახალგაზრდა ქალმა 34-ე კვირაში გაიგო, რომ ორსულად იყო.

    იშვიათი შემთხვევა საქართველოში – ქალმა, რომელიც 1 თვეში ბავშვს ელოდება, ორსულობის შესახებ დღეს გაიგო

    ექიმი მანანა მგალობლიშვილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

    „მოკლედ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენი კლინიკის პოსტმა იმის შესახებ, რომ პაციენტი მაია მექვაბიძე, რომელიც ჩვენთან მოვიდა გასინჯვაზე, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა… 8 თვის ორსული! ექიმი-ექოსკოპისტი ლელა მალანია.

    უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გამოეხმაურა ამ ფაქტს, ამასთანავე ბევრ ადამიანს უჭირს დაჯერება ამ მართლაც, უცნაური ამბის და არც მიკვირს, რადგან პირადად ჩემს 20-წლიან საექიმო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა.

    მეც შოკში ვარ… ოღონდ მხიარულ შოკში… აქ ამ ვიდეოს გარდა ვაქვეყნებ სურათებს პაციენტის კიდევ 2 არაჩვეულებრივ შვილებთან – ლიზი და მარტასთან ერთად, რომელთა მუცლადყოფნის პერიოდმაც ჩვენს ხელში გაიარა ქეთინო მგალობლიშვილის მეთვალყურეობით და დღეს ძალიან ბედნიერები არიან, რადგან სულ რაღაც 1 თვეში დედამ სერიოზული „სიურპრიზი” მოუწყო და უმცროსი ძმა ეყოლებათ ნაყოფის და დედის მდგომარეობა კარგია, მშვიდობიან მშობიარობას ვუსურვებთ,“- მანანა მგალობლიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !