More

    „დიდი სიცარიელე გაჩნდა ქალაქში უშენოდ“… – გადელია

    spot_img
    ექიმი დავით გადელია

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია, მეგობრის კახა კახნიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება: 

    „ვინც ჩემს ბავშვობის ძმას, კახა კახნიაშვილს იცნობთ, იცით რომ უღალატო კაცია! სამკვდრო ომში წამოგყვებოდათ დაუფიქრიბლად!

    …მისთვის ყველაზე მძიმე ომში წამოყოლა ვთხოვე, უარი ვერ მითხრა- „კი, ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერში მოგყვებიო…“, მაგრამ ვერ შეძლო… ძველმა ტკივილმა არშეაძლებია… ვერ ვიომეთ ერთად როგორც ვფიქრობდით… დავმარცხდით საშინელ მტერთან…

    დიდი სიცარიელე გაჩნდა ქალაქში, მეგობრებში უშენოდ; შენი იუმორის, ხალისის, შემართების გარეშე.

    …ყოველი მარცხი ძნელი გადასატანია, განსაკუთრებით თუ ის შენ პირადადაც გეხება. იმდენად ძნელია, რომ ჩემი დაჟინებული რჩევით, ჩემი უფროსი შვილები ავარიდე ამ პროფესიას, ამ მუდმივ პასუხისმგებლობას, ნერვიულობას და ტკივილს.

    ალბათ ასაკის ბრალია, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მიგროვდება იმ ქვეყნად… დამელოდეთ ძმებო! დამელოდე ჩემო კახა! ყველანი შევიკრიბებით იქ…“, – წერს გადელია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !