More

    დროში და სიტუაციურად ყველაფრის დამთხვევა, ვითომ შემთხვევით ხდებოდა? ამიტომაც ჩნდება კითხვები – ლევან ნიკოლეიშვილი

    spot_img
    ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

    ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც კობახიძე ექსპრემიერი გიორგი გახარიას გადადგომას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს უკავშირებს. კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

    „ამდენი დამთხვევა და ამდენი შემთხვევითობა? სარფის საზღვართან სააკაშვილის ყოფნა, რომელსაც მხოლოდ რევოლუცია და გადატრიალება ელანდება! აქ კი მოულოდნელად გახარიას გადადგომა! დროში და სიტუაციურად ყველაფრის დამთხვევა, ვითომ შემთხვევით ხდებოდა? ამიტომაც ჩნდება კითხვები! ასევე, გასათვალისწინებელია ყოფილი პრემიერის და მისი გუნდის, გუშინ ჯერ კიდევ თანამდებობებზე მყოფების ხელისუფლების ასეთი სასტიკი კრიტიკა? ვნახოთ, ვნახოთ პოლიტიკურ ველზე რადიკალიზმით კიდევ ერთი მოთამაშის შემოსვლა რა შედეგის მოიტანს საარჩევნოდ! ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არც ისე შორსაა,“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !