More

    დღეიდან შეზღუდვები იხსნება – დეტალები

    spot_img
    მთავრობის ადმინისტრაცია

    პირველი ივნისიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი ისევ შემსუბუქდება.

    საკოორდინაციო საბჭოს მიერ 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან ქვეყანაში კვების ობიექტებისთვის დაწესებული შაბათ-კვირის შეზღუდვა სრულად იხსნება.

    ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტებს შაბათ-კვირას დახურულ სივრცეებშიც შეეძლებათ მუშაობა.

    შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

    ძალაში რჩება ისეთი ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვა.

    ასევე, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ პისიარ ტესტი.

    რეკომენდაციაა, რომ ყველა ვიზოტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კორონავირუსთან დაკავშირებულ შემთხვევების ხარჯებს. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანიю.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !