More

    დღეს, არჩილ თალაკვაძე პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

    spot_img

     დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

    პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს იმ მთავარ ნაბიჯებზე, რაც ერთი წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანომ გადადგა.

    ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც არჩილ თალაკვაძე ყურადღებას გაამახვილებს, საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო და რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით გადანაწილდა.

    ამასთან წინა მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე შრომის კოდექსი დაამტკიცა. ცვლილებების პაკეტი, შრომის კოდექსის მოთხოვნების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებსა და შრომის ინსპექციის სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს.

    პარლამენტის თავმჯდომარე 2021 წელს განსახორციელებელ საქმიანობის შესახებაც ისაუბრებს.

    სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here