More

    „დღეს გლდანის მეტროში კინაღამ ტრაგედია მოხდა“ – რას წერს მგზავრი?

    spot_img
    მეტრო

    სოციალურ ქსელში, „გლდანის ჯგუფში“ მეტროპოლიტენის მგზავრი, რომელიც ახმეტელის მეტროში იმყოფებოდა სახიფათო ინციდენტის შესახებ წერს.

    მისი თქმით, ექსკალატორი მოულოდნელად გაჩერდა რა დროსაც ასაკოვანმა მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და წაიქცა.

     

    „დღეს გლდანის მეტროში კინაღამ ტრაგედია მოხდა! მგზავრებით სავსე ესკალატორი მოულოდნელად მკვეთრი რყევით გაჩერდა და ჩემს წინ რამდენიმე საფეხურით ზევით მდგომმა ასაკოვანმა მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და წაიქცა.

    საბედნიეროდ მის უკან სამი საფეხურის დაშორებით მდგომმა კაცმა შეძლო მისი შეკავება და ამით გადარჩა რომ თავი არ დაარტყა უკან და ტრაგედია არ მოხდა.

    წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა მის უკან რომელიმე ასაკოვანი ადამიანი რომ მდგარიყო ან კიდევ ბავშვი ან მოზარდი. საბედნიეროდ მოხუცი არ დაშავდა და ფეხზე გაიმართა სხვების დახმარებით.

    მთელი ამ ხნის განმავლობაში უკან მდგომს ხელით ეჭირა რომ არ დავარდნილიყო. მივმართავ მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას!

    როდის უნდა მიაქციოთ ესკალატორების გაუმართაობას სერიოზული ყურადღება?

    აუცილებელია ამისთვის მართლა უბედურება დატრიალდეს? დღეს პირველად ვიგრძენი მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ მეშინია მეტროთი მგზავრობის“,- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !