More

    „დღეს მამაჩემის, თქვენ რომ მოკალით, იმის დაბადების დღეა“ – თამარ თორაძე

    spot_img
    თორაძე

    ვერელი თორაძეების ტრაგედიის შესახებ ყველამ კარგად იცის. ჩაცხრილული ოჯახიდან მხოლოდ ერთი წევრი, თამარ თორაძე გადარჩა. ის დღემდე იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად და დამნაშავეების დასასჯელად…

    როგორც თამარი სოციალურ ქსელში წერს, დღეს, 24 მაისს მამამისის დაბადების დღეა.

    „დაიჯესტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

    „როცა ჰგონიათ, ყველაფერი კარგად არის და ტკბობას დაიწყებენ ცხოვრებით ურმით მიაკითხავს სამართალი დანაშაულს..

    და ყველაზე ცუდი იცი რა არის შვილო? ყველაზე საყვარელ ადგილას დაარტყამს.. აი, ზუსტად მაშინ როცა აღარ ელის..

    დღეს მამაჩემის (თქვენ რომ მოკალით)! დაბადების დღეა „ზარალჩიკ“! გიორგი ჟორიკა რურუა დაგვაჯულო! ლერი სულაბერიძე! გოგა ზამთარაძე და აბა გამოდით რამდენი დარჩით!?

    უკვალოდ არაფერი არ ქრება და ვერც თქვენ გაქრებით! სხვა თუ არაფერი ისტორიაში დარჩებით გაურეცხავი მყრალი ნაგვები!

    პ.ს „ზარალჩიკ“ ყველაზე მდიდარი კი ხარ საქართველოში, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინე, რომ ამერიკის უზენაესი არ იყიდება!

    ბარემ ჩემი წიგნიც თარგმნე „ვერელი თორაძეები“ და კიდე მომიკითხე გულით შენი მრჩეველი“,- წერს თამარ თორაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !