More

    დღეს ქართველი ადამიანი, ისე როგორც არასდროს ენდობა ქართულ ჯარს – დავით ჩიხელიძე

    spot_img
    დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე - Digest.ge

    „როგორც გაცხადებული გვაქვს, ჩვენი ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს, რის შესახებაც არაერთი წერილი იქნა გამოქვეყნებული ჩვენს მიერ, სადაც აღნიშნავდით, რომ მიუხედავად, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობისა, რაც დახვდათ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს, სამინისტროში ნახტომისებური განვითარებით დაიწყო სისტემური რეფორმები,“ – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

    როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, უპრეცედენტო ინფრაქსტრუქტურული პროექტები ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის პირობებში ხორციელდება:

    „სხვა ბევრ სასიკეთო ცვლილებებთან ერთად, წელიწად-ნახევრის შემდეგ, „დელტა“-ს ბაზაზე, ავტომატური შაშხანა „M4“-ისა და დრონების წარმოების ხელშეკრულების გაფორმებით დამთავრდა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ებრაულ მხარესთან მოლაპარაკებები, რაც უდავოდ, მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ჯარის სინამდვილეში.

    სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის პირობებში განხორციელდა და ხორციელდება უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ქართული ჯარის მომზადების დონის ამაღლებას და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდას. ასევე, აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ჯარის ნდობა. დღეს ქართველი ადამიანი, ისე როგორც არასდროს ენდობა ქართულ ჯარს. სწორედ ასეთ დროს, ჩვენ ვხედავთ მავანთა ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელთაც ეზიზღებათ ყოველი ქართული და სძულთ წარმატებული ადამიანები!

    ახლა კი მინდა, მთავარ თემას მივაქციო თქვენი ყურადღება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საამაყო ქართულ ჯარს, თავისი არსებობის მანძილზე პირველად, ნატო-ს სტანდარტების უმაღლესი დონის ეკიპირება აქვს, რაც ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ფრიად საამაყოა. უდავოა, რომ ჯარისკაცისთვის უმნიშვნელოვანესია საუკეთესო ფორმა, „ბატინკი“ და იარაღი. ამ პროცესზე დაკვირვებისას აშკარად გამოიკვეთა მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა არაკეთილმოსურნეთა მხრიდან. კონკრეტულად კი, მათ მიზანში ამოიღეს ჯარისკაცის „ბატინკი“. უნამუსო დეზინფორმაციით ცდილობენ ეჭვქვეშ დააყენონ მისი ხარისხი და ფასიც კი.

    იბადება ძალიან მარტივი კითხვები: რასთან გვაქვს საქმე? ვის აწყობს თეთრზე თქვას შავი? ვის ინტერესებშია საუკეთესო ფასში შეძენილი, ნატო-ს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის „ბატინკი“, რომელიც აცვია ქართულ ჯარს, წარმოაჩინოს როგორც უხარისხო? პირდაპირ ვიტყვი: მათ, ვინც შუამავლობაში ფული ვერ წაგლიჯეს სახელმწიფოს; მათ, ვის დროსაც მართლა უხარისხო „ბატინკი“ შემოჰქონდათ ჯარისკაცებისთვის; მათ, ვისაც გულს უღრღნის ქართული ჯარის აღმშენებლობა; მათ, ვინც დააჭაობა თავდაცვის სამინისტრო და მიმდინარე რეფორმების ყურება სულს უხუთავს და ძილს უფრთხობს.

    შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები არასოდეს აკლდა ჩვენს სამშობლოს და არც მომავალში მოაკლდება. მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ არის – „უძლეველია ძალა სიმართლისა“. შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც პირადად იყო ჩართული ჯარისთვის ახალი „ბატინკის“ და ფორმის შეძენის პროცესში, პირდაპირ გავიდა მწარმოებლებზე, რითაც არავითარი გზა არ დაუტოვა შუამავლებს ხელი მოეთბოთ სახელმწიფოს ხარჯზე. აი, ეს არის ამ დეზინფორმაციის ნაკადის შთამაგონებელი წყარო, სწორედ ეს ხალხი კვებავს დაქირავებულ ჟურნალისტებს, თუ სხვადასხვა სააგენტოებს, რათა მოახდინონ თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია. თუმცა – „ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“ – აღნიშნავს ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !