More

    „ევროვიზიის“ გამარჯვების მუღამი თუ გაქვთ, მაშინ მე მზად ვარ, ეს გავაკეთო“ – მიშა სულუხია 

    spot_img
    სულუხია მიშო - მომღერალი

    ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს მარცხს მომღერალი მიშა სულუხია სოციალურ ქსელში ეხმაურება. სულუხია აცხადებს, რომ მზადაა თავად ჩაერთოს მოსამზადებელ პროცესში და წარმატების იმედიც აქვს.

    „ევროვიზიის“ გამარჯვების, ან მინიმუმ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნომრით ტკბობის მუღამი თუ გვაქვს, მაშინ მე მზად ვარ, ეს გავაკეთო! რადგან ცოტათი მართლა განვიცდი ამ ამბავს, როგორც დასავლური ორიენტაციის მუსიკოსი. მომღერლები, როგორც ყოველთვის სუპერ, და იდეა, უმეტეს შემთხვევაში არაადეკვატური. ნუ მოგერიდებათ, დამტვირთეთ… არ აქვს მნიშვნელობა, მე წარვდგები შემსრულებლად თუ სხვა, მზად ვარ, ის გავაკეთო, რასაც ზემოთ ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გეგმები ახლა სულ სხვაგან არის, მზად ვარ, დავეხმარო საევროვიზიო საბჭოს მრავალწლიან მიზანთან დაახლოებაში…

    ხელოვნებას სჭირდება თანამოაზრეებისა და ერთიანი გუნდის ნდობა მის მიმართ, ვინც ამ საქმეს ხელს ჰკიდებს. პრინციპები მეათეხარისხოვანია“, – წერს მიშა სულუხია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !