More

    ევროსაბჭომ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

    spot_img

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დადასტურებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი ასამბლეის 107 წევრმა დაუჭირა, 36 წინააღმდეგ წავიდა, 24-მა კი თავი შეიკავა.

    რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვისას, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე.

    სასამართლომ მართლზომიერად დააყენა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნორმების დარღვევისათვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაციის შემდგომ პერიოდში.

    კახა კუჭავას თქმით, სანამ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში.

    ინფორმაციისთვის, უკრაინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა საკმაოდ ძლიერი არგუმენტები წარადგინეს, რათა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება შეწყვეტილიყო, თუმცა დეპუტატთა უმრავლესობა ამას არ დაეთანხმა.

    ცნობისთვვის, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა უკრაინის დელეგაციამ გაასაჩივრა, მოთხოვნას მხარი საქართველომაც დაუჭირა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here