More

    „ენმ პარლამენტში შესვლით მეტს კარგავს, ვიდრე არშესვლით“ – ირინა სარიშვილი

    spot_img
    ირინა სარიშვილი -
პოლიტიკოსი

    პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას უარყოფითად აფასებს. მისი აზრით, პარტია ამ გადაწყვეტილებით მორალურ უპირატესობას კარგავს. 

    „არ ვეთანხმები ენმ–ს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

    სუფთად პრაგმატულად არ ვეთანხმები და არა იმიტომ რომ ენმ–მ ბოიკოტს უღალატა. რაც არ არსებობს, იმას ვერ უღალატებ. ბოიკოტი კი იმ წუთიდან აღარ არსებობდა, როცა ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელიას ციხეში ყოფნის დროს პარლამენტშიც შეაბიჯა და იმ შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, რომელიც მთლიანად თავდაყირა აყენებს 20 ივნისის მოვლენების პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. კარგია რომ ენმ, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, ამნისტიის ამ პროექტს ხელს არ აწერს.

    შეიძლება ვცდები, მაგრამ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს, შესვლით მეტს კარგავს ენმ, ვიდრე არშესვლით.

    რას მოვიმოქმედებ მე, როგორც ენმ–ს ამომრჩეველი ბოლო 8 წლის განმავლობაში? მაქვს არჩევანი?
    წარმოდგენილ პოლიტიკურ სპექტრში სხვა არჩევანი არ მაქვს. უბრალოდ შემიძლია, სახლში დავრჩე არჩევნების დღეს და ამით ისევ „ოცნებას“ ან მის ჩასანაცვლებლად გამზადებულ ფსევდოოპოზიციურ პარტიებს დავეხმარო, რისი გაკეთების სურვილიც კატეგორიულად არ მაქვს.

    ამიტომ მე მაინც წავალ ამ არჩევნებზე და მაინც მივცემ ხმას ენმ–ს, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებ გაძლებას და იმ ყველაფრის გადატანას და მორევას, რაც მისი მისამართით მისი მხარდამჭერების ნაწილისგან წამოვა.
    იმედია, პარტია, რომელსაც ხმას ვაძლევ, კარგად აცნობიერებს მისსავე მხარდამჭერებში შექმნილ მდგომარეობას და გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ამად ღირდეს.

    ამ გზით თუ იმ გზით, ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ, თან ისე დავამარცხოთ რომ მის ადგილზე ისევ კრემლის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალები არ მოვიდნენ, რისი დიდი საფრთხეც არსებობს და ეს ყველამ იცის.
    ასევე ვიტოვებ იმედს, რომ ამდენს მარტო მე არ ვიფიქრებ და ბევრი სხვაც, სანამ ხელს ჩაიქნევს ყველაფერზე, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს.

    P.S. რატომ არ ვეთანხმები პარლამენტში შესვლას, ასევე აქ ნახსენებ სხვა თემებზე უფრო დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ადრინდელ პოსტში, რომელიც სპეციალურად ავპინე ჩემს გვერდზე.
    ენმ–ს ამომრჩეველი“.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !