More

    ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

    spot_img

    ერაყში ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ იასირი  გაანადგურეს. ამის შესახებ The New York Times იუწყება. 

    აბუ იასირი და კიდევ 9 „ბოევიკი“ ქალაქ კირკუკში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად გაანადგურეს. ეს ამერიკელი და ერაყელი სამხედროების ერთობლივი ოპერაცია იყო. ოპერაცია რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა, თუმცა, მისი განხორციელება ბაღდადის ბაზარში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ტერაქტის საპასუხოდ მოხდა, როდესაც ორ აფეთქებას 32 ადამიანი ემსხვერპლა.

    ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების საბოლოო განადგურების შესახებ ამ ქვეყნების ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, თუმცა, ტერორისტთა მცირე ჯგუფები ამ ქვეყნებში კვლავ მოქმედებენ და სისხლისმღვრელ ტერაქტებს აწყობენ.

    იხილეთ აგრეთვე:

    🏳️‍🌈 აფეთქება ქაბულში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    🏳️‍🌈 აშშ-მა, შესაძლოა, ავღანეთსა და ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობა კვლავ გაზარდოს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here