More

    ერთად ნანუცასთვის – ჩვენ შევძლებთ 13 წლის გოგონას გადარჩენას

    spot_img
    ერთად ნანუცასთვის - ჩვენ
შევძლებთ 13 წლის გოგონას
გადარჩენას

    13 წლის ნანუცა ბეგლარიშვილი თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში რბილი ქსოვილების იშვიათი სახეობის სიმსივნურ დაავადება – რაბდომიოსარკომას უკვე რამდენიმე თვეა ებრძვის. როდესაც ოჯახმა გოგონა მაღალი სიცხის გამო იაშვილის კლინიკაში მიიყვანა, ამ დიაგნოზს არავინ ელოდა.

    ექიმებისა და ოჯახის ძალისხმევით, ნანუცას ჯანმრთელობის მდგომარეობა 6 თვეში საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც თითქოს ყველა საფრთხე წარსულში მოიტოვეს, დაავადების რემისია მოხდა და ბავშვს ხელახლა მოუწია ურთულესი პროცესის გამეორება.

    თებერვალში, ნანუცას პასუხები ხელახლა გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობა ამოწურული იყო და ნანუცას გადასარჩენად მისთვის საზღვარგარეთ უნდა ემკურნალათ, რისთვისაც კოლოსალური თანხების გაღებაა საჭირო.

    სანამ ნანუცა ფრენას შეძლებდა და დამაიმედებელი ანალიზების პასუხები ექნებოდა, კლინიკაში გადაყვანა დაგვიანდა. ბავშვისთვის მკურნალობის პირველი კვირა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ექიმები ყველაზე ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იყენებდნენ, რომ 13 წლის გოგონას მდგომარეობა შეემსუბუქებინათ.

    ნანუცა მკურნალობას თურქეთში აგრძელებს. საბედნიეროდ, რაბდომიოსარკომა არ პროგრესირდება და ემორჩილება მკურნალობას. ახლა, უკეთესი მდგომარეობაა – ბავშვი, ასაკთან შედარებით, სულიერად ძალიან ძლიერია და ებრძვის, უმკლავდება ამ დაავადებას.

    შვილის გადასარჩენად და ძვირად ღირებული პროცედურების ჩასატარებლად, ნანუცას ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

    მათ ქიმიოთერაპიის მესამე კურსის თანხა 17 000 $ დღეს, 1 ივნისს უნდა გადაეხადათ, თუმცა შეგროვება ვერ მოახერხეს. სწორედ ამიტომ, აპირებენ, კლინიკას გადასახადის გადავადება 1 კვირით სთხოვონ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !