More

    „ერთი კვირა შოკში ვიყავი… მედიცინა აწყობილია შეცდომებზე“ – გიორგი ფხაკაძე

    spot_img
    ფხაკაძე

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების ხარისხზე საუბრობს.

    მისი თქმით, მედიცინა შეცდომებზე ვითარდება, ამიტომ გადაცდომების დროს პროკურატურა სამედიცინო დაწესებულებებში არ უნდა შედიოდეს.

    „მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, როცა სამედიცინო საქმიანობაში ერევა პროკურატურა. მე რომ ვიყო მინისტრი, პროკურატურას საერთოდ ავუკრძალავდი შესვლას სამედიცინო დაწესებულებებში. იქ თუ მკვლელობა მოხდა, მაშინ აუცილებელია, მაგრამ, სამედიცინო შეცდომები განხილული უნდა იყოს სამედიცინო ექსპერტების მიერ და ეს უნდა იყოს შიდა განხილვის საკითხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შეცდომაზე, ვაღიაროთ და სხვები გავაფრთხილოთ. მედიცინა აწყობილი არის შეცდომებზე.

    საქართველოში მეგი ბაქრაძის მაგალითმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ არსებობს ჯანდაცვის ხარისხი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც იტყვის რომ ეს საავადმყოფო არის კარგი ან ცუდი, იმიტომ რომ სახელმწიფო არის დამკვეთი, მარეგულირებელი და საერთოდ ყველაფერი.

    ჩვენი მედდის გარდაცვალება იყო ფიალა რომ აივსება, იმის მსგავსი. ერთი კვირა შოკში ვიყავი. ვაქცინა არაფერს შუაში არ არის. რეალური მიზეზი, რის გამოც ექთანი გარდაიცვალა, იყო ის, რომ სამედიცინო დაწესებულება არ იყო მომზადებული. იმის მაგივრად, რომ ეს საქმე სამედიცინო ექსპერტებს განეხილათ, დაწესებულებაში პროკურატურა შევიდა, ესეც ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ პრაქტიკულად ჩვენ ახლაც არ ვიცით რა მოხდა სინამდვილეში.

    როცა ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა ჯანდაცვის მსოფლიო მეცნიერს მეგი ბაქრაძის ქეისზე, პასუხი პრაქტიკულად იყო რომ თქვენი ჯანდაცვა არ ვარგა. პრაქტიკულად გაგვლანძღეს დიპლომატიურად, მიწასთან გაგვასწორეს, ხალხო, ანაფილაქსიურ შოკს ვერ მართავთო. ეს იყო აბსურდის პიკი, რაც მოხდა“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !