More

    „ერთ თვეში 2 შვილი გარდაეცვალა, არც კი იცის ეს ამბავი… და არცერთი ნათესავი აღარ ჰყავს…“

    spot_img
    აკა სინჯიკაშვილი

    აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული, საზოგადოებას, მორიგი მიუსაფარი ადამიანის დასახმარებლად  დახმარებას სთხოვს.

    „აუცილებლად წაიკითხეთ

    მარო ბებოს ბოლო ერთ თვეში ორი შვილი გარდაეცვალა და არცერთი ნათესავი აღარ ჰყავს.არც კი იცის ბებომ ეს ამბავი. სულ არავინ არ ჰყავს გესმით?

    ჩამოიყვანეს მიუვალი ადგილიდან და ლილოში დატოვეს ვაგონში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალთან. ქალსაც ძალიან შეეცოდა და ქუჩაში ვერ გაუშვა მომაკვდავი მოხუცი, დაბანა და ჩააცვა. თუმცა თვითონ თავისი ბავშვების დასაძინებელი ადგილი ძლივს აქვს.

    ბებოს ფეხი აქვს ძალიან დაზიანებული, მოძრაობა და კონტაქტი უჭირს, ამიტომ რაღა თქმა უნდა მუნიციპალური თავშესაფარი არ იღებს.

    ერთგან ადგილი ვიპოვეთ, სადაც შეგვიძლია ერთი ოთახი ავუშენოთ. ახლოს მცხოვრები ადამიანიც თანახმაა, რომ სულ მოუვლის ჩვენთან ერთად, როცა თავისი ოთახი ექნება. მოგვეხმარეთ რა, რომ ადამიანს საშუალება მივცეთ სიბერე, სიმწარეში არ გაატაროს, ისედაც ძალიან ბევრი იწვალა. ვერაფრით ვერ მივატოვებთ ამ ქალს, ისედაც ბევრი მოხუცი გავწირეთ ქუჩაში სასიკვდილოდ მთელმა ქვეყანამ.

    გთხოვთ გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეგიძლიათ

    ჩვენ დღესვე ერთად დავიწყებთ შენებას და რამდენიმე დღეში ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ
    ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
    ანგარიშის ნომერი:
    საქართველოს ბანკი
    GE35BG0000000144817300
    აკაკი სინჯიკაშვილი
    თიბისიბანკი
    GE90TB7603845061100016
    თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
    PayPal – Sinjikashvili@gmail.com
    უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
    აბა ჩვენ ვიცით.
    #სიკეთეგადამდებია“.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !