More

    ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

    spot_img

    2021 წლის 26 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 89 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.050 პროცენტით, მაქსიმალური 8.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.112 პროცენტით განისაზღვრა.

    ცნობისთვის, კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.125 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here