More

    ,,ეს ამბავი რომ არ მოვყვე, არაფრით არ შემიძლია… აგრარულის ვეტ. კლინიკაში ვიყავი…”- თამარ გიორგაძე

    spot_img
    ემოციური ამბავი

    ყოფილი პარლამენტარი თამარ გიორგაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და სამი ახალგაზრდის შესახებ წერს, რომლებიც აგრარულის ვეტერინარულ კლინიკაში გაიცნო. 

    ,,ეს ამბავი რომ არ მოვყვე არაფრით არ შემიძლია.
    ასეთი ახალგაზრდების არსებობა მამხნევებს, ძალას მმატებს და ხვალინდელი დღის უკეთესობის იმედს მაძლევს.

    დღეს საღამოს აგრარულის ვეტ. კლინიკაში ვიყავი, ლეკვი გვყავდა სტერილიზაციაზე მიყვანილი მე და ბაიას. აი მცხეთაში ნაპოვნი ფეხგადაღლეტილი ლეკვუნა თუ გახსოვთ ( თქვენი ფინანსური თანადგომით რომ გამოჯანმრთელდა ) ის ლეკუნია, ჰოდა რას გიყვებოდით, სამი საოცარი ახალგაზრდა გავიცანი კლინიკაში, ორ გოგონას და ერთ ბიჭს 4 ქუჩიკო ცუგა ჰყავდა წეროვანიდან სტერილიზაციაზე ჩამოყვანილი.
    აი ასე, საკუთარი სახსრებით ნაქირავები მანქანით, ადგნენ და ჩამოიყვანეს, მეიჰიუს პროგრამაში ჩაწერეს და გაასტერილეს ეს ოთხი მიუსაფარი. უნდა გენახათ როგორ დასტრიალებდნენ თავს ნარკოზიდან გამოსვლის პროცესში მყოფ ცუგებს , წმენდდნენ და ასუფთავებდნენ ამ პროცესის თანამდევ უსიამოვნებების კვალს. ყოველ მათ მოქმედებაში იკითხებოდა ცუგების მიმართ დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა. ადამიანურად გავთბი და გავძლიერდი.

    მათ კიდევ ძალიან ბევრი ცუგა ჰყავთ გასასტერილებელი და მკბენარზე დასამუშავებელი, ჩვენი თანადგომაც საჭირო იქნება ამისთვის მომავალში.
    დიდი მადლობა დღევანდელი ემოციებისთვის და თქვენი შრომისთვის ახალგაზრდა “კოლეგებო ”
    Tokko Mariam Panchulidze თამუნა კაზარიანი”,- წერს გიორგაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !