More

    „ეს არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

    spot_img

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

    ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველომ რუსეთს საქმე მოუგო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს განაჩენი საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ეფექტიან და გამართულ მუშაობასაც ადასტურებს.

    „ეს რეალურად არის აღიარება იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა ჩაატარა ეთნოწმენდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა. შედეგად

    მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ეს აღიარება შემთხვევით არ მომხდარა. ამას სჭირდებოდა, დამერწმუნეთ 24 საათიანი მუშაობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა რადიო „იმედთან“ საუბრისას.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, პროცესი, რომელიც ჰააგის სასამართლოში გრძელდება, საქართველოს სახელმწიფოსთვის შესაბამისი შედეგით დასრულდება.

    ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომისა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მძიმე ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტის პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

    „მათი პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სწორედ ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართველი სამხედროების გასამართლებას ევროსტრუქტურებში სასამართლოში აპირებდა.

    რეალურად ეს არის გაქარწყლება იმ მძიმე, ამორალური ბრალდებებისა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენდით სააკაშვილისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „მეტ ოპტიმიზმს შესძენს ქართულ მოსახლეობას“ – საყვარელიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    ✔️ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია

    ✔️ „ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია“ – ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here