More

    ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია – ანდრია გვიდიანი

    spot_img
    ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge

    „ ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად, უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი?“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ეკონომისტი ანდრია გვიდიანი რიონის ხეობის მცველების აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის განცხადებას, რომლის თანახმად გვიდიანი საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

    მისი თქმით, ვარლამ გოლეთიანის ქმედებები არც პატრიოტიზმია და არც ქვეყნის სიყვარული:

    „მოიცა, მოიცა, ეს ნამდვილად თქვა?! ნეტაბ, გააზრებული აქვს საერთოდ რაზე ლაპარაკობს და ნეტავ, იცის რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! მოკლედ ლუსტრაცია გრძელდება. ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად, უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული? ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია.
    P.S. – ვინმე კეთილის მსურველმა ურჩიეთ ამ ახალგაზრდას, ცოტა გონს მოვიდეს და თავისი ადგილი ისწავლოს;
    P.P.S – ვიღაც ტროლებმა ლექსი დაუწერეს, იესოს შეადარეს და მე მგონი მართლა დაიჯერა, რომ მესიაა“, – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !