More

    „ექიმი სახლში! კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი, სწორ მიმართულებას მოგცემთ“… – ღოღობერიძე

    spot_img
    გიორგი ღოღობერიძე

    ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მალე ახალ კამპანიას წამოიწყებს.

    „ამ აბებით ადამიანები კორონავირუსის მკურნალობას სახლში შეძლებენ“ – გიორგი ღოღობერიძე

    „რაც წინა ჯერზე დავწერე, რომ უმანქანოდ ვარ-მეთქი, ალბათ 30-მდე ადამიანი გამომეხმაურა, ზოგმა მე თვითონ მიგიყვან-მოგიყვან უფასოდ, ზოგმა ჩემს მოპედს გათხოვებ, ზოგმაც- ჩემით ტაქსს გიქირავებო. რამდენიმე წუთის წინ, გამიკვირდა, მაგრამ პატრულის თანამშრომელიც დამიკავშირდა, ახალნაყიდი მანქანა მყავს, მაგრამ მოიხმარე, რამდენ ხანსაც გინდოდესო.

    არ ვიცი… რა თქმა უნდა, ვერ ვისარგებლებდი ჩემი ცნობადობით ან იმ ფაქტით, რომ ექიმი ვარ და უარი ვუთხარი ყველას, მაგრამ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

    „ყველას ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით…” – რას წერს ღოღობერიძე?

    სიკეთე სიკეთეს იწვევს … ჰოდა, როგორც კი ჩემი მანქანა დამიბრუნდება ჯანმრთელად და ბედნიერად, ახალ კამპანიას წამოვიწყებ, ეს იქნება ექიმი სახლში. კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი, სწორ მიმართულებას მოგცემთ და გვერდში დაგიდგებით.

    ეს სანამ კლინიკა გაიხსენება და მერე, დანარჩენიც“, – აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !