More

    „ვადასტურებთ ერთგულებას, წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობას“ – აშშ-ის საელჩო

    spot_img

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „დღეს პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და ვადასტურებთ ერთგულებას, წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობას.

    27 იანვარი საბჭოთა ჯარის მიერ 1945 წელს ოსვენციმი-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების წლისთავია. ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა და კოლაბორაციონისტების მიერ ჩადენილ გენოციდს, რამაც ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია“, – ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.

    ✔️ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here