More

    ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა

    spot_img

    თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ და საკრებულოს ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. 

    დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მხრივ არსებული საჭიროებები ადგილზე განიხილეს და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

    ცნობისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე და აგრეთვე, ნუცუბიძისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა.

    მათი თქმით, დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, საკრებულოს წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან იმ კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია, სადაც უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here