More

    „ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერას და საპარლამენტო თანამდებობების არ დაკავებას“ – სანიკიძე

    spot_img
    პოლიტკოსი გუბაზ სანიკიძე

    პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შედის. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრობის“ სიით შესულმა, გუბაზ სანიკიძემ კომენტარი გააკეთა.

    „ეს ერთობა შენარჩუნებულია, განმტკიცებულია. იყო სხვადასხვა მოსაზრებები. შესვლა- არ შესვლა ტაქტიკის საკითხი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ერთობა შენარჩუნებულიყო თვითონ კოალიციაში, ეს შენარჩუნებულია.

    მერე მეორე, შესვლას თავისი გაგრძელება აქვს, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ. გარეთ რომ დავრჩენილიყავით იმასაც თავის გაგრძელება უნდა ჰქონოდა.

    გადაწყვეტილება მიღებულია. ეს არ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება. სტრატეგია გულისხმობს ხელისუფლების გაშვებას დასასვენებლად, ზოგიერთისას ვირის აბანოში, ალბათ.

    ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერას და საპარლამენტო თანამდებობების არ დაკავებას“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !