More

    „ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა“ – ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

    spot_img

    ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.

    ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინას მინიმალური გვერდითი მოვლენები აქვს.

    „მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ ამისთვის, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.

    მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

    ინფორმაციისთვის, კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას უცნობია, თუმცა მთავრობის წევრები იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ყველაზე ადრე თებერვლის მეორე ნახევარში და არაუგვიანეს მარტში.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „ვაქცინა იმედის წყაროა, მომავალ თვეში ველით, რომ „კოვაქსი“ მიწოდებას დაიწყებს“ – გებრეიესუსი

    ✔️ „შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში“ – ტიკარაძე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here