More

    „ვაქცინა იმედის წყაროა, მომავალ თვეში ველით, რომ „კოვაქსი“ მიწოდებას დაიწყებს“ – გებრეიესუსი

    spot_img

     „ვაქცინის ყველასთვის ხელმისაწვდომობა, მხოლოდ მორალური აუცილებლობა არ არის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

    გებრეიესუსის განცხადებით, პანდემია ისეთი გამოცდა აღმოჩნდა, როგორიც მსოფლიოს აქამდე არასდროს ჩაუბარებია.

    მისივე თქმით, ყველა ქვეყანა თავის მოქალაქეებს პრიორიტეტად მიიჩნევს, მაგრამ უსამართლობაა მდიდარ ქვეყანაში ახალგაზრდობა იცრებოდეს და ღარიბ ქვეყნებში კი რისკ ჯგუფები ვერ ახერხებდნენ.

    „უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ყველა ქვეყნისთვის განვსაზღვროთ რისკ ჯგუფების პრიორიტეტები. დავინახოთ ის ფაქტი, რომ ვაქცინა, პირველ რიგში, სჭირდება ყველაზე მოწყვლად და რისკ ჯგუფში შემავალ ხალხს. „კოვაქსს“ კიდევ სჭირდება სახელმწიფოების მხრიდან დონაცია. ზოგიერთმა სახელმწიფომ საჭიროზე მეტი დოზა ვაქცინა მოითხოვა“, – აღნიშნა გებრეიესუსმა და დასძინა, რომ საჭიროა ქვეყნებისგან მყისიერი ზომების მიღება ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე.

    ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 100 მლნ-ს აჭარბებს.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები 100 მლნ-ს აღემატება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here