More

    ვაქცინირებულებისთვის საზღვრები იხსნება – ევროპის რომელ ქვეყნებში შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობა

    spot_img
    პასპორტი

    საზოგადოებას ვაქცინაციის შემდეგ არამხოლოდ სიცოცხლის დაზღვევის მოლოდინი აქვს, არამედ სხვა სარგებელსაც ელოდება. მაგალითად მოგზაურობის გამარტივებას, რომელიც გლობალურმა პანდემიამ დაავიწყა. ევროპარლამენტმა ციფრული COVID პასპორტის შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა და ისიც თქვა, რომ ქვეყნების დაყოფა ფერების მიხედვით არ უნდა მოხდეს.

    ამასთან, სერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა, რადგან დოკუმენტი ევროკავშირის ქვეყნებს უტოვებს საშუალებას ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება, ვისთვის რა პირობებით გახსნიან საზღვრებს.

    ინდივიდუალურად საფრანგეთმა დღეიდან საზღვრების გახსნის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნები დაყოფილია 3 ფერად. საქართველო ნარინჯისფერ ვარიანტს მიეკუთვნება, სადაც ვირუსი კონტროლს ექვემდებარება და განსაკუთრებულად საშიში შტამები არ დომინირებს. ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით აცრილებისთვის, თუ იქნება ორი ინექციიდან 14 დღე გასული, სავალდებულოა PSR ტესტის უარყოფითი პასუხი ან მონაცემი, რომ პირს ვირუსი გადატანილი აქვს. 2 დღის წინ მსგავსი გადაწყვეტილება ესპანეთმა და ავსტრიამაც მიიღო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობა უკვე შეუძლიათ. ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები, გადაწყვეტილებას 1-ლ ივლისს გამოაცხადებენ.

    საზოგადოება შესაძლოა სხვადასხვა ინტერპრეტაციებმა დააბნიოს, რომ ჩინური პრეპარატით აცრის შემდეგ ევროპის რომელიმე ქვეყანაში შესვლას ვერ შევძლებთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

    საქართველოში მოქალაქეები 4 ვაქცინით არიან აცრილი. იმ პრეპარატით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი დარწმუნებულია, რომ ორჯერადად აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა ექნება.

    საქართველო კი შუქნიშნის პრინციპს არ იყენებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც ქვეყნების ჩამონათვალს ყოველკვირეულად აახლებს. შემოსვლა მოგზაურებს დაახლოებით 60 ქვეყნიდან შეუძლიათ. იმ სახელმწიფოებიდან, სადაც სტაბილურია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

    წყარო: rustavi2.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !