More

    ვაქცინის გაკეთების შემდეგ ქალმა 1 მილიონი დოლარი მოიგო

    spot_img
    ქალი

    ოჰაიოს შტატის მცხოვრები, 22 წლის ები ბაჯინსკი გახდა პირველი გამარჯვებული Vax-a-Million lottery-სა, რომელიც ვაქცინაციის წახალისების მიზნით სახელმწიფო დააწესა. ამის შესახებ NBC წერს.

    მოგების შესახებ მას ოჰაიოს გუბერნატორმა ამცნო.

    ები ბაჯინსკიმ ჯერ არ იცის, რაში დახარჯავს ფულს, თუმცა ამბობს, რომ ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს, ნაწილით ახალ მანქანას იყიდის, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდა, დანარჩენს კი სავარაუდოდ ინვესტიციაში ჩადებს.

    Vax-a-Million lottery-ის გათამაშება ოჰაიოს შტატმა მასობრივი ვაქცინაციის წახალისების მიზნით წამოიწყო. გათამაშებაში ის ადამიანები ერთვებიან, რომლებსაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვთ გაკეთებული. გამარჯვებული ყოველ კვირას გამოვლინდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !