More

    ვახო მეგრელიშვილი: თუ ვერ შევთანხმდებით, მომავალში შესაძლოა, ათასობით პოლიტპატიმარი გვყავდეს

    spot_img

    „ჩვენი მიზანია, რომ შეთანხმება მოხდეს არა რომელიმე პარტიებს, არამედ მთელ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის და დიდი ალბათობით, შეთანხმება, რომელიც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით შედგება, დიდი ალბათობით, შესრულდება“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ვახო მეგრელიშვილმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

    მისი თქმით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება არ შედგება პოლიტპატიმრების არსებობის პრაქტიკა არ აღმოიფხვრება.

    „ადამიანებს ეცოდინებათ, რომ პოლიტპატიმარი კი არა არის მთავარი, რა თქმა უნდა, ადამიანურად მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ეს პრობლემა არ გადაიჭრა, ჩვენ გვექნება შანსი, რომ მომავალში ათასობით პატიმარი გვყავდეს“, – აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

    ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „მოქალაქეები“, შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    არჩილ თალაკვაძე: შეთანხმების დოკუმენტი ღია იქნება სხვა პარტიებისთვისაც

    რაზე მოაწერეს ხელი „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ – შეთანხმების დოკუმენტი

    „ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!“ – ალეკო ელისაშვილი ილიჩოვა-მელაშვილის საქმეზე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here