More

    ვახტანგ გომელაური: პოლიტპატიმრებს ვერ დავარქმევდი, ყველა ადამიანი თანასწორია, თუ დააშავებს პასუხი უნდა აგოს ყველამ

    spot_img

    “აღარ იყო მტკიცებულების განადგურების საფრთხე და გირაო ჩათვალა ალბათ საჭიროდ, იცით რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს მაგ საქმეს, იძიებს პროკურატურა” – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შესახებ დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს უპასუხა. მინისტრის განცხადებით, ისინი პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

    „მე ასე ვიტყოდი, პოლიტიკურ პატიმრებს, რა თქმა უნდა, ვერ დავარქმევდი მათ. ყველა ადამიანი თანასწორია და თუ დააშავა რომელიმემ, პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება მინისტრი, პრემიერ მინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის თანამშრომელი.

    პროკურატურამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ ადამიანების მიმართ პატიმრობით შესულიყვნენ და დააკავეს. მტკიცებულებები და საფუძვლები ჰქონდათ და პატიმრობით შევიდნენ, ახლა გადაწყვიტეს, რომ გირაოთი შესულიყვნენ დაუკმაყოფილა სასამართლომ.

    აღარ იყო მტკიცებულების განადგურების საფრთხე და გირაო ჩათვალა ალბათ საჭიროდ, იცით რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს მაგ საქმეს, იძიებს პროკურატურა, პროკურატურას რომ ჰკითხოთ, ისინი გეტყვიან უკეთესად.

    ეს ადამიანები ვინ მონათლა მოღალატეებად, ვინმე გამოვიდა ოფიციალურად და გამოაცხადა, რომ ესენი მოღალატეები არიან?! გვარს და სახელს ვერ ასახელებთ,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

    ინფორმაციისთვის სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    იხილეთ აგრეთვე:

    ნატალია ილიჩოვა: თავიდანვე არ უნდა დავეკავებინეთ, ალბათ ეს რაღაც შეცდომა იყო

    ✔️„აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“ – ივერი მელაშვილის პირველი განცხადება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here