More

    ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

    spot_img

    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან აკირა იმამურასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

    მათივე ცნობით, საუბრის დასაწყისში მინისტრის პირველმა მოადგილემ იაპონიის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    აღინიშნა გლობალური პანდემიის გამოწვევები და მასთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობის აუცილებლობა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც მეგობრობითა და პარტნიორობით ხასიათდება.

    თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგო-ეფექტურობას და სხვა. აღინიშნა ახლახან გაფორმებული მთავრობათაშორისი ორი ხელშეკრულება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარებას. ქართულმა მხარემ გამოხატა ინტერესი იაპონური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით.

    საუბარი შეეხო უსაფრთხოების პრობლემატიკას. იაპონიის ელჩმა გამოხატა მისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისადმი. ვახტანგ მახარობლიშვილმა იაპონელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.

    ხაზი გაესვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობას. საუბარი ასევე შეეხო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ისა და იაპონიის თანამშრომლობას, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ფორმატია. გამოითქვა მზაობა, მიმდინარე წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here