More

    „ველოდებით ექიმებისგან ჩემი მეუღლის გარდაცვალების შეტყობინებას“ – რა მდგომარეობაშია 3 შვილის დედა, რომელსაც აცრის შემდეგ თრომბი განუვითარდა?

    spot_img
    23 გარდაცვლილი პაციენტი

    საბერძნეთში, ასტრაზენეკას ვაქცინით აცრიდან რამდენიმე დღეში 44 წლის ქალი თრომბის დიაგნოზით, კრიტის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული რჩება. 

    ახალგაზრდა ქალი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა ხასიათდება როგორც „შეუქცევადი“.

    ოჯახის განცხადებით, 44 წლის გლიკერიას ტვინი სრულიად გათიშულია.

    გამოცემა MEGA-სთან, პაციენტის მეუღლემ, მანოს მანუსაკისმა თავისი ოჯახის მდგომარეობაზე მედიასთან ისაუბრა:

    „ჩვენ ახლა უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ტკივილი. ჩვენ სამი შვილი გვყავს 8, 10 და 12 წლის. მომხდარის შესახებ უფროს ბავშვებს ფსიქოლოგის დახმარებით ვუამბეთ. ახალა ველოდებით ექიმებისგან ჩემი მეუღლის გარდაცვალების შეტყობინებას,“ – ამბობს პაციენტის მეუღლე.

    ინფორმაციისთვის, 44 წლის გლიკერია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მაისის დასაწყისში აიცრა. ვაქცინაციიდან, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ მას თრომბოზი განუვითარდა.

    წყარო: exclusivetv.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !