More

    „ვერ ვხვდები, რას ლამობს, „გირჩი“ როდესაც ამ ინიციატივას აჟღერებს“ – ბოკუჩავა

    spot_img

    „ვერ ვხვდები, რას ლამობს, „გირჩი“ როდესაც ამ ინიციატივას აჟღერებს. მათი სურვილია, რომ ჩაანაცვლონ ჩვენი ფასილიტატორი ელჩები?“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მმართველი გუნდისა და ენმ-ის შერიგებას ეხებოდა.

    ბოკუჩავას თქმით, „გირჩს“ ოპოზიციაში დარჩენის სურვილი თუ აქვს ერთიანობას უნდა გაუფრთხილდეს.

    „ვფიქრობ, რომ იმ ცვლილებებს, რომელიც მემორანდუმშია „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს. მიამიტობა მგონია იმ ადამიანების მხრიდან იმის გაჟღერება, რომ რომელიმე პუნქტი რეალურად შესრულდება.

    რაც შეეხება „გირჩის“ ინიციატივას, იაგო ხვიჩიასგანაც მოვისმინე, რომ შერიგება სურთ. სიმართლე გითხრათ მიამიტური ინიციატივა მგონია. ყველამ კარგად იცის, რომ ფასილიტატორის როლი გათავისებული აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

    ვერ ვხვდები, რას ლამობს, „გირჩი“ როდესაც ამ ინიციატივას აჟღერებს. მათი სურვილია, რომ ჩაანაცვლონ ჩვენი ფასილიტატორი ელჩები? ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა, მათ თუ სურვილი აქვთ, რომ დარჩნენ ოპოზიციაში უმჯობესი იქნებოდა, ამ ერთიანობას გაუფრთხილდნენ და შეჯერებული პოზიციები გავაჟღეროთ. შესაბამისად, შეჯერებული პოზიციებით წარვსდგეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ამგვარი მოლაპარაკება საერთოდ შედგა“, – აღნიშნა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „ვადამდელს უნდა გადაყვეს ამ ქვეყნის პერსპექტივა არჩევნების კარგად ჩატარების თვალსაზრისით“ – იოსელიანი

    ✔️ „ოპოზიციას მანდატები „ქართულმა ოცნებამ“ 2 თებერვლის სხდომაზე არ უნდა შეუწყვიტოს“ – ელისაშვილი

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here